მთავარიკუბიშეტევა რუსეთის ფლოტზე - ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს 

შეტევა რუსეთის ფლოტზე – ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა,  უპილოტო მცურავი აპარატით სავარაუდოდ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემს, „ადმირალ გრიგოროვიჩს“ შეუტიეს.

მოსაზრებას ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი გამოთქვამს და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს  „ადმირალ გრიგოროვიჩზე“ დარტყმის ამსახველი კადრები.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო „ტერორისტული თავდასხმა“.

ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ სამხედრო ხომალდები საომარი მდგომარეობის დროს მიიჩნევა ლეგიტიმურ სამიზნედ, შესაბამისად ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის თავდაცვის პოზიციას, რომ ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ტერაქტი.

აღსანიშნავია, რომ სევასტოპოლთან გემებზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა უკრაინას არ აუღია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend