ზაპოროჟიის რეგიონის ქალაქებზე რუსული არმიის თავდასხმის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ათი კი დაიჭრა. თავდასხმა მოხდა ქალაქის ინფრასტრუქტურაზეც რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ხარკივის რეგიონში უკრაინული არმიის შეტევა მოიგერიეს, კრემლის ცნობით, უკრაინულმა არმიამ წარუმატებელი შეტევისას 150-ზე მეტი სამხედრო, ერთი ტანკი, 5 ჯავშანმანქანა და 9 ავტომობილი დაკარგა.
კრემლი ავრცელებს ვიდეომასალასაც, სადაც აღბეჭდილია მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული მოქალაქეების სამხედრო წვრთნები.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ინტერვენციისას რუსულმა სამხედრო საჰაერო ძალებმა 8 ათასზე მეტი შეტევა მიიტანეს უკრაინულ ქალაქებზე და ამ ეტაპისთვის რუსულმა არმიამ 4 ათას 500 – ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.
უკრაინული არმია კი რუსულ არმიის წინააღმდეგ უფრო მეტად იყენებს სამხედრო დრონებს.
ხერსონის რეგიონში დეოკუპირებული უკრაინული დასახლებები კი ომის შედეგად თითქმის დანგრეულია, მოსახლეობა კი სწრაფი ტემპებით ცდილობს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.