მთავარი ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი მომხმარებელთა უფლებები - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე

მომხმარებელთა უფლებები – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე

1 ნოემბრიდან მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და აღსრულების მექანიზმები სრულად ამოქმედდება.

თითოეული მოვაჭრე, როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში ვალდებული იქნება მომხმარებელს სრული ინსტრუქცია ქართულ ენაზე მიაწოდოს, სადაც პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში დაბრუნების პირობები და სხვა დეტალები იქნება გაწერილი.

კანონპროექტი მყიდველს სავაჭრო ობიექტის გარეთ დადებულ და დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს. კანონის თანახმად ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულია გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს.

ინტერესების სავარაუდო დარღვევის თაობაზე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განცხადებით მიმართონ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. ამ თემის დეტალებზე “ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა

უახლესი

სხვა ამბები

მომხმარებელთა უფლებებიმომხმარებელთა უფლებები

Send this to a friend