კოსოვოსა და სერბეთის ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარზე ვითარება იძაბება. კოსოვოს მმართველები აცხადებენ, რომ ნოემბრამდე ეთნიკურმა სერბებმა ავტომობილებზე სერბული სანომრე ნიშნები უნდა ჩაანაცვლონ.
ევროკოსმიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ კოსოვოს მოთხოვნა კანონიერია.
“კანონი უნდა შესრულდეს. ყველა ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და მოქალაქეები ამ კანონმდებლობას იცავენ. ამავე დროს ეს გარდამავალი პერიოდია და საჭიროა, რომ ეს მომენტი უმტკივნეულოდ გავიაროთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კოსოვომ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონებში ეთნიკურად სერბები პრიშტინას მითითებებს არ ემორჩილებიან.
რეგიონში კრიზისის მოგვარებს ამ ეტაპზე საფრანგეთის და გერმანიის მთავრობები ცდილობენ, მაგრამ სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო გეგმის ნაწილი მიუღებელია.
“მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, მაგრამ არის რიგი საკითხები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენი პოზიცია პარტნიორებისთვის ცნობილია. მე მეტ დეტალს ვერ გაგიმხელთ. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩიმ.