მთავარიევროპაშვედეთიშვედეთის ქუჩებში მოპარულ კამერებს შესაძლოა რუსული სამხედრო დრონებისთვის იყენებენ

შვედეთის ქუჩებში მოპარულ კამერებს შესაძლოა რუსული სამხედრო დრონებისთვის იყენებენ

შვედეთში ფიქრობენ, რომ რუსმა სამხედროებმა მოპარული ქუჩის კამერების ნაწილებს სამხედრო დრონებში იყენებენ.

შვედეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქუჩის კამერები ნამდვილად მოიპარეს, თუმცა  ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ისინი რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებში გამოიყენება, კომენტარს არ აკეთებს.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა დრო გავიდა იმ ქურდობების შემდეგ, რომ ეს კამერები რუსეთამდე ჩასულიყო. თუმცა, არაპირდაპირი კავშირი შესაძლებელია, რადგან ჩვენ ამის გარკვეული მაგალითები გვაქვს. კრიმინალური დაჯგუფებები იმაზე რეაგირებენ, რისი გაყიდვაც ადვილადაა შესაძლებელი“, – შვედეთის უნივერსიტეტის თავდაცვის ასოცირებული პროფესორი ამბობს ჰანს ლივანი.

ბოლო ორი თვის განმავლობაში შვედეთის გზებზე ქუჩის 150 კამერა მოიპარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ძალიან ჰგავს იმ კამერებს, რომლებსაც რუსულ დრონებში გამოიყენებდნენ. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის სულ უფრო ხშირად იყენებს ამ ტიპის საჰაერო იარაღს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend