მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინაბოსნიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართა

ბოსნიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართა

ბოსნიაში მზარდი დაძაბულობის ფონზე ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ათასობით ჯარისკაცმა მონაწილეობა მიიღო  ფართომასშტაბიან ერთობლივ წვრთნებში, სახელწოდებით „გლობალური პასუხი 2022“. სწავლებაში ჩართული იყვნენ ჯარისკაცები 20 ქვეყნიდან, მათ შორის იყვნენ იტალიის, ავსტრიისა და თურქეთის სპეცდანიშნულების ძალები. მათ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები იმ პოტენციური საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც ბოსნიას შეიძლება დაემუქროს.

ბოსნიაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის ორელი ვალტას თქმით,  წვრთნების მიზანია, საზოგადოებამ გაიცნოს ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საჭიროების შემთხვევაში ნატოს სარეზერვო ძალების მზადყოფნას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი,  თავის მხრივ, ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებასა და მხარდაჭერას ბოსნია-ჰერცეგოვინის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას მიმართ.

მიმდინარე წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება,  ბოსნიაში თავიანთი სამხედრო მისია გაეძლიერებინათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend