მთავარისაქართველო"ვკვდები, როგორც ქვეყანა"

“ვკვდები, როგორც ქვეყანა”

დიმიტრი დიმიტრიადისის უკვდავი ნაწარმოების „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ ფრაგმენტები მარჯანიშვილის მცირე სცენაზე წარმოადგინეს

„და იმ წელსაც ვერ დაორსულდა ვერც ერთი ქალი. ვერც მომდევნო წელს და ვერც იმის შემდეგ.“ – აი, ამ სიტყვებით დაიწყო სპექტაკლი, სახელწოდებით „ვკვდები, როგორც ქვეყანა“. წარმოდგენაში სამნი მონაწილეობდნენ – მთარგმნელი, მსახიობი და რეჟისორი. ისინი მარჯანიშვილის სცენიდან უკითხავდნენ მაყურებელს დიმიტრი დიმიტრიადისის ცნობილ ნაწარმოებს, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გასაჭირზეა.

მაყურებელთა შორის იყო პიესის ავტორიც, ის, ვინც თავისი ერის ამბავი 1978 წელს უამბო მკითხველს. რომანმა მაშივნე მოიპოვა საყოველთაო აღიარება და ახალი ბერძნული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშად დასახელდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პროზის ნიმუში,  მხატვრული ნაწარმოები, მან ძალიან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა თეატრის რეჟისორების მხრიდან. ეს სწორი მეთოდი იყო, რომელიც აქ გამოიყენეს. ისინი მაყურებელს უკითხავდნენ ნაწარმოებს. ვფიქრობ, რომ ეს ტექსტი ძალიან კარგი  მასალაა ტრაგედიისთვის. დღეს ჩვენ ვნახეთ ორი მსახიობი, რომლებმაც უბრალოდ კი არ წაიკითხეს ტექსტი,  არამედ სამსახიობო ხელოვნება გამოიყენეს და ისე გადმოსცეს სათქმელი. ძალიან მიხარია და ამაღელვებელია ამ ყველაფრის აქ ნახვა. ამ ორმა ხელოვანმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ეს ტექსტი ეკუთვნის მკითხველს და არა მე“,  – ამბობს დიმიტრი დიმიტრიადისი, მწერალი.

წარმოდგენას ესწრებოდა ცნობილი რეჟისორი, მიხეილ მარმარინოსი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ვკვდები, როგორც ქვეყანა“ 1970-იან წლებშია დაწერილი, ის მარადიულ პრობლემებს ეძღვნება, თითქოს დღევანდელობას ასახავს და ასე გრძელდება უკვე 50 წელზე მეტია.

„დიმიტრი დიმიტრიადისი ერთ-ერთი უდიდესი თანამედროვე მწერალია ბერძნულ ლიტერატურაში. ის ინარჩუნებს და ამტკიცებს იმას,  თუ რამდენად ძვირფასი შეიძლება იყოს თანამედროვე ბერძნული ენა. ამაყი ვარ, რომ თათიამ სწორედ ეს ტექსტი თარგმნა. მართალია,  ეს ნაწარმოები 1978 წელს დაიწერა, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ რომ ვუსმენდი, ვგრძნობდი, რომ დღევანდელობასაც ასახავს“,  ამბობს მიხეილ მარმარინოსი, რეჟისორი.

საღამო ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში გაიმართა.  დიმიტრი დიმიტრიადისის უკვდავი ნაწარმოების „ვკვდები, როგორც ქვეყანა“  ფრაგმენტები მარჯანიშვილის მცირე  სცენაზე წარმოადგინეს, წარმოდგენის შემდეგ კი, დიდ მწერალს, ხელოვნებაში  სრულყოფილებისთვის, მიხეილ თუმანიშვილის ჯილდო გადაეცა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend