მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი გახდება. იგი ლიზ ტრასს შეცვლის. ლიზ ტრასი პრემიერის თანამდებობაზე მხოლოდ 45 დღე იყო.  რიში სუნაკი კი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი აზიური წარმოშობის ახალგაზრდა ლიდერი იქნება.

რიში სუნაკმა 24 ოქტომბერს წარადგინა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მისმა მთავარმა კონკურენტმა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა კანდიდატურა მოხსნა და  მხარდაჭერა გამოუცხადა რიში სუნაკს.

პრემიერობის კანდიდატს ხმა მისცა ასზე მეტმა კანონმდებელმა, რაც საკმარისი იყო მისი ოფიციალურად წარდგენისთვის.

ახალმა პრემიერმა ყოფილ პრემიერს ლიზს ტრასს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის და განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა  ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა, ერთიანობა და სტაბილურობაა.

,,გაერთიანებული სამეფო დიდი ქვეყანაა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ რთული ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ახლა ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ერთიანობა. ჩემთვის პრიორიტეტული საკითხი იქნება ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გადავლახავთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს და ავაშენებთ უკეთეს, უფრო აყვავებულ მომავალს ჩვენი შვილებისა და ჩვენი შვილიშვილებისთვის. გპირდებით, რომ  ყოველდღიურად ვიმუშავებ ბრიტანელი ხალხისთვის პატიოსნად და  თავმდაბლობით”,- განაცხადა ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა რიში სუნაკმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რიში სუნაკს თანამდებობაზე დანიშვნას ოფიციალურად, სამეფო სასახლეში სტუმრობის შემდეგ მიულოცავს.

დღეს, 25 ოქტომბერს რიში სუნაკი ოფიციალურად დაინიშნება დიდი ბრიტანეთის პრემიერად.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend