ჩინეთის ყველაზე მძლავრმა პოლიტიკურმა ორგანომ, პოლიტბიურომ, შვიდი ახალი წევრი წარადგინა. თითოეული მათგანი მოქმედი პრეზიდენტის სინ ძინ პინის ახლო და ერთგული მოკავშირეა. ოფიციალურ ცერემონიაზე ისინი თანამდებობის მიხედვით გამოჩნდნენ სცენაზე.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელობის სახელით მადლობას უხდის მთელ პარტიას გამოცხადებული ნდობისთვის. მისი თქმით, პარტია მუდამ გაითვალისწინებს მისი წევრების სურვილსა და მასზე დაკისრებულ მისიას. ისინი აუცილებლად შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, რათა პარტიისა და ხალხისა ნდობა გაამართლოს.
ცვლილებების შესახებ საზოგადოებამ ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესის დასრულების შემდეგ შეიტყო. კონგრესზე ეკონომიკური საკითხები და კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული ის სტრატეგია განიხილეს, რომელმაც ქალაქებისა ჩაკეტვა და ბიზნესის შეფერხება გამოიწვია.