მთავარი ევროპა უკრაინა ომი უკრაინაში: ქალაქ ბახმუტს რუსული არმია განუწყვეტლივ უტევს

ომი უკრაინაში: ქალაქ ბახმუტს რუსული არმია განუწყვეტლივ უტევს

რუსული არმია უკრაინაში ფრონტის ყველა ხაზზე უკან იხევს, თუმცა რუსეთი დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან ჯერ კიდევ არ თმობს პოზიციებს. ქალაქში, რომელშიც ომამდე 80 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 10 ათასი მოსახლეა დარჩენილი.

ბახმუტის სახანძრო სამსახურის მეთაურს თანამოქალაქეები ხშირად ურეკავენ საეჭვო ნივთების შესამოწმებლად. ხშირად ეს ნივთები აუფეთქებელი ჭურვებია. თითქმის ალყაშემორტყმულ ქალაქში, რომელიც გამუდმებით იბომბება, რთული ვითარებაა.

სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ბახმუტს რუსული არმია განუწყვეტლივ უტევს. ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსულ არმიასთან ერთად „ვაგნერის“ დაჯგუფების ჯარისკაცებიც იბრძვიან. მათი მიზანი სიმბოლური გამარჯვების მოპოვებაა, თუმცა უკრაინელი სამხედროები არაფრის დათმობას არ აპირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04
ომი უკრაინაშიომი უკრაინაში

Send this to a friend