მსოფლიოში ცნობილი გამოცემა, რომელიც 1888 წლიდან გამოდის და საზოგადოებას პლანეტაზე ზრუნვას შთააგონებს.
National Geographic უკვე 10 წელია ქართულ ენაზეც გამოიცემა და მკითხველს საბუნებისმეტყველო, ისტორიული, თუ სოციალური და ეკომიკური მეცნიერებების სფეროში არსებულ სიახლეებზე უყვება.
National Geographic საქართველო 2012 წელს კომპანია სილქნეტის მხარდაჭრით დაარსდა. ის 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა. ევრონიუს ჯორჯიას ეთერში National Geographic საქართველოს დირექტორმა და გამომცემელმა ანი ცაბაძემ ისაუბრა.