მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ევროპის ლიდერები ეხმიანებიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ევროპის ლიდერები ეხმიანებიან

დიდი ბრიტანეთში საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის თანამდეობიდან გადადგომის გამო. პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ქვეყანას ყველაზე ხანმოკლე პერიოდი მმართავდა. ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერი მხოლოდ  6 კვირა იყო.

ლიზ ტრასის გადადგომას პოლიტიკური ლიდერების სწრაფი რეაქცია მოჰყვა. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები მოითხოვა.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა, რომ  ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობაა.

“ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და მრავალმხრივი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსთან. ვფიქრობ, სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, რომ გაერთიანებული სამეფოს სისტემა შეძლებისდაგვარად იყოს გამართული. ქვეყნის ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეარჩიონ მისი შემცვლელი“  – განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ  პირადი ურთიერთობების გათვალისწინებით, მისთვის სამწუხაროა, ლიზ ტრასმა ასე სწრაფად რომ დატოვა თანამდებობა. თუმცა ისიც დასძინა, რომ  ახლა ბრიტანეთისთვის მთავარი  სტაბილურობაა.

“იმედი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფო კვლავ შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე მთელი ევროპისთვის” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

თეთრ სახლში ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაუსვეს კითხვა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ლიზ ტრასმა.  აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მისი არჩევანი იყო, შესაბამისად, ის ვერ შეაფასებს მის გადაწყვეტილებას.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას არ ახდენს შეერთებულ შტატებზე.

უახლესი

სხვა ამბები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

Send this to a friend