გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით 20 ოქტომბერს, თბილისში, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.
ხარისხიანი განათლება, ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნომინაციებისა, რომელშიც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო ქართულ ბაზარზე მოქმედი ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობა ეფუძნება მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივების კოორდინატორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა ისაუბრა.