მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს

ევროპის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს

მილიონობით ევროპელისთვის თანდათან უფრო რთულდება ცხოვრება  და თავის გატანა. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია,  რომელიც რამდენიმე თვის წინ მაკროეკონომიკური მონაცემებით ამაყობდა,  ახლა სწრაფად მიემართება რეცესიიკენ. ყველაფერი გაძვირდა, პროდუქტის რაოდენობაც შემცირდა.

სტუდენტი ლიანა კრინგი ამბობს, რომ მაღაზიებში ხშირად არის ზეთის დეფიციტი. მისი თქმით, როდესაც ადამიანს არ აქვს საკმარისი ფული, აზრი არ აქვს ძვირი პროდუქტების ყიდვას.

მოქალაქეები ცდილობენ, ყოველდღიური ხარჯი აკონტროლონ და თანხა დაზოგონ.

არსებობს კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. ამ პრობლემებს ევროსტატის მონაცემებიც ადასტურებს.

გასულ სექტემბერს ევროპაში განსაკუთრებით საგრძნობი იყო ინფლაცია და მან  9.9 პროცენტი შეადგინა.  გერმანია ინფლაციის მაჩვენებლის 11-პროცენტიან ზღვარს მიუახლოვდა, ბალტიის ქვეყნებში 20 პროცენტს გადასცდა, საფრანგეთში 6.2 პროცენტი იყო, მალტაში 7.4, ფინეთში – კი 8.4 პროცენტი.

ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენერგეტიკაა. შემდეგია საკვები პროდუქტი, ალკოჰოლი და თამბაქო. ამ კონტექსტში კი მაღალ ინფლაციასთან გასამკლავებლად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები, რამაც დოლართან მიმართებაში ევროს გაუფასურება გამოიწვია.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებულმა  გადაწყვეტილებებმა კი შესაძლოა უფრო მეტად შეუწყოს ხელი ეკონომიკურ ვარდნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend