მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გამოაკლდა.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც თავის კოლეგას პირადი ელექტრონული ფოსტიდან გაუგზავნა.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის წერილში შეშფოთება გამოთქვა მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მთავრობამ დაპირებები ვერ შეასრულა.

„ჩვენი პრეტენზია, რომ შეცდომები არ დაგვიშვია და ვაგრძელებთ მუშაობას ისე,  თითქოს ამ შეცდომებს ვერავინ ხედავს და იმის იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი აუცილებლად გამოვა, არ არის სერიოზული პოლიტიკა. მე შევცდი, ვიღებ პასუხისმგებლობას, ამიტომ ვტოვებ თანამდებობას”, – განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა.

19 ოქტომბერს, საღამოს, საპარლამენტო კენჭისყრა ენერგეტიკულ საკითხებზე კამათითა და ბრალდებებით დასრულდა. კონსერვატიულმა პარტიამ, სავარაუდოდ, აიძულა თავისი დეპუტატები, მხარი დაეჭირათ მთავრობისთვის.

პოლიტოლოგების შეფასებით, ლიზ ტრასის ძალაუფლება სუსტდება, დაძაბულობა კი იზრდება, რის გამოც შესაძლოა მას უნდობლობა გამოუცხადონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend