მთავარიმსოფლიობუნებრივი აირის ჰაბი თურქეთში - ანკარა მოსკოვის თანამშრომლობა

ბუნებრივი აირის ჰაბი თურქეთში – ანკარა მოსკოვის თანამშრომლობა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარს უჭერს კრემლის იდეას, რომელიც მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნას გულისხმობს.

ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა. ამ გზით ევროპულ სახელმწიფოებს შესაძლებლობა ექნებათ, რუსული ბუნებრივი აირი თურქეთის გავლით მიიღონ.

“ბოლო შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას მივაღწიეთ.  ჩვენ შევქმნით რუსული ბუნებრივი აირის ჰაბს თურქეთში. მსოფლიოს კი ექნება საშუალება, ბუნებრივი აირი თურქეთის რესპუბლიკის გავლით მიიღოს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა რაც შეიძლება მალე დაიწყება და ის სახელმწიფოს ევროპულ ნაწილში განთავსდება.

„გაზპრომის“ მეთაური ალექსეი მილერი არ გამორიცხავს,  რომ სანქციების ფონზე შემცირებული ნაკადი სწორედ ამ ახალი ჰაბის მეშვეობით აღადგებს.

თუმცა მკვლევრები ფიქრობენ,  რომ პროექტის ამუშავებას შესაძლოა, ევროპულ სახელმწიფოებსა და რუსეთის ფედერაციას შორის დაძაბულმა ურთიერთობებმა შეუშალოს ხელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend