რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში საომარ მდგომარეობას აცხადებს. მას დღეს არ დაუკონკრეტებია თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს კრემლი ამ გადაწყვეტილების ფარგლებში.
თუმცა, ზოგადად, რუსული კანონმდებლობის თანახმად საომარი მდგომარეობა გულისხმობს საჯარო შეკრებების, გადაადგილების შეზღუდვას, ასევე ცენზურასა და სამართალდამცველი უწყებებისათვის დამატებით უფლებამოსილების მინიჭებას.
ინტერვიუ “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორთან, გიორგი გობრონიძესთან