მთავარისაქართველოვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 ადამიანია დაკავებული.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილმა განაცხადა.

დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ.

ცხრავე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend