მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSჰაიტის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს დახმარებას სთხოვს

ჰაიტის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს დახმარებას სთხოვს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განსხვავებული პოზიციები აქვთ იმასთან დაკავშირებით, გაგზავნონ თუ არა ჰაიტის დასახმარებლად მრავალეროვანი ძალები. დახმარება ჰაიტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ითხოვა. მექსიკა და შეერთებული შტატები მზად არიან ძალების გასაგზავნად,  თუმცა  რუსეთი და ჩინეთი თავს იკავებენ.

ჰაიტის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ვიქტორ ჟენეუ ამბობს, რომ მისი მისიაა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სრულიად ერის ხმა მიაწვდინოს. დღეს ჰაიტიზე რთული ვითარებაა. მოსახლეობა  გადარჩენისთვის იბრძვის. ჟან-ვიქტორ ჟენეუ იმ ოთხი მილიონი ბავშვის სახელითაც საუბრობს, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფებების გამო სკოლებში ვერ დადიან.

ჰაიტიზე მაღალმა ინფლაციამ საკვებსა და ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. გახშირებულია კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან ძალადობაც. შექმნილი მძიმე ვითარების გამო ქვეყანაში საპროტესტო აქციები ეწყობა. ამ ყველაფერს თან ერთვის ქოლერის ეპიდაფეთქებაც. ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ,  რომ ქვეყანას მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება,  რათა გაუმკლავდეს ჰუმინატრულ კრიზისსა და კრიმინალურ დაჯგუფებებს და ხალხი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend