მთავარიმსოფლიოფილმ "ჰელოუინის დასასრულზე" გაყიდული ბილეთების თანხამ  41 მილიონი დოლარი შეადგინა

ფილმ “ჰელოუინის დასასრულზე” გაყიდული ბილეთების თანხამ  41 მილიონი დოლარი შეადგინა

ფილმ „ჰელოუინის დასასრულის“ პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ეს ცნობილი ფილმების სერიების „ჰელოუინის“ საბოლოო ნაწილია, სადაც ლორი სტროუდი და მაიკლ მაიერსი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. ჩრდილოეთ ამერიკის 3,901 კინოთეატრში გაყიდული ბილეთების თანხამ  41 მილიონი დოლარი შეადგინა.

ივლისში გამოსული ფილმის „არას“ შემდეგ „ჰელოვინის დასასრული“ პირველი ფილმია, რომელსაც 40 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა. მაღალი შემოსავლის მიუხედავად, „ჰელოვინის დასასრულს“ კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასებები არ მოჰყოლია.

კრიტიკოსების მოწონება ფილმმა „ღიმილმა“ დაიმსახურა. ფილმს უკვე მესამე კვირაა ბევრი მაყურებელი ჰყავს, რაც საშინელებათა ფილმებისთვის უჩვეულოა.

ფილმის გამოსვლიდან მესამე შაბათ-კვირას გაყიდული ბილეთების თანხამ 12 მილიონი დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში კი სამი კვირის შემდეგ შემოსული თანხა 71 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

საშინელებათა ფილმის, სახელწოდებით “სანამ“ ჩვენება მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რომ ჩინონი ჩუკვუს ფილმი მხოლოდ 16 ადგილასაა ხელმისაწვდომი, ფილმის შემოსავალმა 241,000 დოლარი შეადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend