მთავარიაზიაირანითეირანში ციხეში გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თეირანში ციხეში გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თეირანში, ევინის ციხეში, გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა,  61 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ციხეში, სადაც პოლიტპატიმრები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არიან განთავსებული, ხანძარი 15 ოქტომბერს საღამოს გაჩნდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში შენობებიდან ამომავალი კვამლი ჩანს და ისმის სროლებისა და სიგნალიზაციის ხმა.

ამ დაწესებულებაში ირანში ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებიც იყვნენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ციხეში გაჩენილი ხანძარი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.

ირანული მედია, რომელიც თეირანის გუბერნატორის ინფორმაციას ეყრდნობა, წერს, რომ ციხის ერთ-ერთ ნაწილში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს.

თვითმხილველების თქმით, ციხისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

ციხის შესასვლელთან პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ. თუმცა ევინის ციხეში შესვლის უფლება არც მათ და არც  პატიმრების ადვოკატებს არ აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend