მესტიაში მსოფლიო სურსათისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით მოეწყო ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა. ღონისძიების მიზანია მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი ნიშური პროდუქტის პოპულარიზაცია, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მხარდაჭერა და მათი შრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
სურსათის უსაფრთხოებასა და სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს რაიმუნდ იელე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში