მთავარისაქართველოსახალხო დამცველის არჩევის პროცესი და პოლიტიკოსების შეფასებები

სახალხო დამცველის არჩევის პროცესი და პოლიტიკოსების შეფასებები

მიმდინარე კვირას უნდა გახდეს ცნობილი, ვის წარუდგენს ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატად პარლამენტს. მინიმუმ 7 კანდიდატი ოპოზიციამ 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელოს.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ახლა ფიქრობს, მიიტაცოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ამით ჩიხში შეიყვანოს საქართველოს ევროპული მომავალი.

„მოვისმინე ძალიან მძიმე შეფასებები იმ 9-კაციანი კომისიის შემდეგ, რომლებმაც კანდიდატებს ქულები დაუწერეს და იმედი მაქვს, რომ ეს კომენტარები რეალობაში არ გადაიქცევა“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

„ქართული ოცნების“ მიერ მოგონილ წესს არაფერი საერთო რომ არ ჰქონდა მათ სურვილთან რომ დამოუკიდებელი კანდიდატი დაამტკიცონ სახალხო დამცველად, ამას ჩვენ იმთავითვე ვამბობდით. ახლა, როდესაც მათ მიერვე შექმნილმა პროცესმა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატები არიან საუკეთესო კანდიდატები, ვხედავთ, რომ მათსავე მოგონილ წესებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მმართველი პარტია“, – აღნიშნა „ლელოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

შეთანხმებული ვართ მესამე სექტორთან, რომ ის კარგი წესი და პრაქტიკა, რომელიც იყო, ამ წესმა ნამდვილად გაამართლა. არ ვაპირებდით ამ წესის გადახედვას, ამ წესის გადახედვა „ქართულმა ოცნებამ“ მოითხოვა. ახლა იგივე ხალხი, ვინც გვიყიჟინებდა, აუცილებელი იყო შეფასება და სამუშაო ფორმატი, გვეუბნება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანმა მაღალი ქულა მიიღო თუ დაბალი ქულა მიიღო“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველის კანდიდატები უკვე შეაფასა და თითოეულ მათგანს შესაბამისი ქულა  მიანიჭა. მათი შედეგები 13 ოქტომბერს გახდა ცნობილი. შეფასების მიხედვით, პირველ ოთხეულში სწორედ სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატი მოხვდა. ახლა პროცესი პოლიტიკოსების ხელში გადადის. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ერთი კანდიდატი მაინც იქნება ისეთი, ვინც ხმების საკმარის რაოდენობას მიიღებს.

ახლა ოპოზიციურმა პარტიებმა 7 კანდიდატი უნდა წარმოადგინონ და 1-ზე უნდა მოხდეს პოლიტიკური კლასის შეჯერება. ამ შემთხვევაში მთავარია, რომელიმე კანდიდატმა კვალიფიციური უმრავლესობა მიიღოს. ის მოლოდინი, რომ 100 დეპუტატი შევჯერდებით ერთ კანდიდატზე, ამის მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

ხელისუფლების ოპონენტებმა საკუთარი კანდიდატები იმ 19 ადამიანიდან უნდა შეარჩინონ, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უკვე შეაფასა. ომბუდსმენის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend