ამერიკის შეერთებული შტატებში კონგრესის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც არჩევნების შემდეგ კაპიტოლიუმზე თავდასხმას იკვლევს, ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო და დონალდ ტრამპი კომიტეტში გამოიძახა.
კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ ტრამპმა ბრძანება უნდა შეასრულოს, თუმცა, სავარაუდოდ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ყველანაირ ხერხს მიმართავს, რომ კომიტეტში არ გამოცხადდეს.
„ეს არის ამერიკელი ხალხის წინაშე ნაკისრი პასუხისმგებლობა. მან პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე. მან პასუხი უნდა აგოს იმ პოლიციელების შესახებ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენს დემოკრატიას. მან პასუ ხი უნდა გასცეს იმ მილიონობით ამერიკელს, რომელთა ხმებიც უგულებელყო მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო“, – განაცხადა კაპიტოლიუმზე თავდასხმის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ბენი ტომპსონმა.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება სამარცხვინოა. შესაბამისად, იგი ყველანაირად ეცდება, რომ კომიტეტის წინაშე არ წარდგეს.
კონგრესის საგამოძიებო კომიტეტმა კი გაავრცელა ახალი ვიდეომასალა. ვიდეოში ტრამპის კონტროლიდან გამოსული მხარდამჭერები და დემოკრატიული პარტიის ლიდერები, ნენსი პელოსი და ჩაკ შუმერი ჩანან.