მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის არმიამ ხერსონთან მდებარე კიდევ რამდენიმე სოფელი დაიბრუნა

უკრაინის არმიამ ხერსონთან მდებარე კიდევ რამდენიმე სოფელი დაიბრუნა

უკრაინის არმიამ სამხრეთით მდებარე ქალაქ ხერსონთან კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა.  თავდაცვის  სპიკერმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში რუსული ძალებისგან ხუთი ადგილობრივი დასახლება გათავისუფლდა.

ოკუპირებულ აღმოსავლეთ ქალაქ იზიუმში მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიგში დგომა უწევს. ქალაქში გაზი და წყალი კვლავ  გათიშულია. უკვე რამდენიმე დღეა, რაც რუსული ჯარები ტერიტორიიდან განდევნეს.

“საჭმელი გვჭირდება, პური არ გვაქვს, ამიტომ აქედან მიგვაქვს ხოლმე. ფულიც არ გვაქვს,  რომ ვიყიდოთ”,- ამბობს იზიუმის მკვიდრი ნატალია ლიტოვჩენკო

„ვცდილობთ, შეშა მოვიმარაგოთ და სახლი გავათბოთ. ყველაფერს ვიყენებთ ფანჯრების ამოსაქოლად”,- ამბობს მარინა კოზარი იზიუმიდან.

მაგრამ ზოგიერთისთვის ერთადერთი გამოსავალი ქალაქიდან წასვლაა. ზაპორიჟია, რომელიც ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურთან არის ახლოს, კვლავ რუსული საჰაერო თავდასხმის სამიზნეა.

იმავდროულად, ასობით სატვირთო მანქანა საცობში დგას და ლოდინი უწევს, სანამ ბორანი ქერჩის სრუტეს გადაკვეთს. დაბრკოლება   შაბათ დღეს მომხდარი აფეთქების გამო შეიქმნა. აფეთქების შედეგად რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდი ნაწილობრივ ჩამოინგრა. მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო ვაგონებისა და მატარებლების მოძრაობა აღდგა, სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეფერხებულია. რუსეთის ხელისუფლებამ რვა ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ტერორისტული თავდასხმის გამო წარედგინათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend