გაეროს გენერალური ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ აღიარა, რომ რუსეთმა უკანონოდ შეიერთა უკრაინის ოთხი რეგიონი. ეს ყველაზე ძლიერი მხარდაჭერაა უკრაინის მიმართ. ამასთანავე, წევრებმა მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა.
193-წევრიან პალატაში 143-მა ადამიანმა 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას, 35-მა კი თავი შეიკავა.
„გაეროს წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს მუდმივი ადგილი უშიშროების საბჭოში, ძალის გამოყენებით ცდილობდა ტერიტორიის ანექსიას თავისი მეზობლისგან. ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით მიითვისოს მეორის ტერიტორია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა.
მიუხედავად აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევისა, რომ დაეგმოთ მოსკოვის ქმედებები, 35 ქვეყანამ მაინც თავი შეიკავა. თუმცა მხოლოდ 4-მა მისცა ხმა რუსეთს.
„დასავლეთს საერთოდ არ აინტერესებს სამხრეთის პრობლემები და მოწოდებები, რომ საბოლოოდ მოგვარდეს ისინი. ყველა ძალისხმევა მიმართულია იმის პოპულარიზაციისკენ, რასაც უკრაინა ამბობს. მაგრამ ისინი ქვეყნის კეთილდღეობისთვის კი არ იქცევიან ასე, არამედ მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე რუსეთს მიაყენონ ზიანი“, – ამბობს რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია.
გასულ თვეს რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული პროვინციის ანექსია.
რუსული წყაროების მიხედვით, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიაში ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთთან შეერთებას.
კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა რეფერენდუმი უაზროდ და უკანონოდ შეაფასეს.