მთავარი ევროპა ჩეხეთის რესპუბლიკა ჩეხეთში ენერგოკრიზისით გამოწვეულ ფასების ზრდას აპროტესტებენ

ჩეხეთში ენერგოკრიზისით გამოწვეულ ფასების ზრდას აპროტესტებენ

ათიათასობით ჩეხი პრაღის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ქვეყანაში ფასების ზრდას აპროტესტებენ. ჩეხეთში წლიური ინფლაციამ 17%-ს მიაღწია, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი ზრდა ძირითადად ენერგოკრიზისმა გამოიწვია. ქვეყანაში ელექტროენერგიასა და გაზზე ფასები მკვეთრადაა მომატებული.

დეზიდერს თვეში მხოლოდ 500 ევრო აქვს პენსია. ის მომავალ ზამთარსა და გათბობის მაღალი გადასახადზე ღელავს.

“გვეშინია. და მხოლოდ მე არ ვარ შეშინებული. მოსახლეობის ნახევარია ასე. რაც უფრო ცივი ზამთარი გვექნება, უფრო მეტად გაგვიჭირდება. ხალხს გასათბობად არაფერი ექნება. ეს ყველაფერი სწრაფად ხდება. არ არის შეშა, არ არის ნახშირი. ყველაფრისთვის უნდა იბრძოლო. ეს ძალიან დიდი პრობლემაა”, – ამბობს დეზიდერ გალბავი.

ჩეხეთის მთავრობამ ენერგიის მზარდი გადასახადების შესაჩერებლად ზომები მიიღო, თუმცა ხალხი მაინც ღელავს. ოპოზიცია მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს. თუმცა მთავარ ოპოზიციურ ლიდერს თაღლითობაში სდებენ ბრალს. ულტრამემარჯვენე პარტია კი უკმაყოფილებას აქციებზე გამოხატავს.

იაპონური წარმომავლობის ჩეხი დეპუტატი ტომიო ოკამურა ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერია. ის მიგრაციის, ისლამის, მულტიკულტურიზმისა და ევროკავშირის წინააღმდეგია.

“ჩვენ გვიყვარს ევროპა. ჩვენ ევროპისთვის ვართ. პირიქით, ევროკავშირი ეწინააღმდეგება ევროპის მომავალს. შეხედეთ, როგორი უუნარონი არიან. ისინი ვერ ეხმარებიან ადამიანებს კრიზისის დროს, იქნება ეს ენერგეტიკული კრიზისი თუ კორონავირუსი. მაშ, რა სარგებლობა მოაქვს პარტნიორს, რომელიც კრიზისის დროს არ გეხმარება?” – ამბობს ოპოზიციური პარტიის SPD-ის ლიდერი ტომიო ოკამურა.

2022 წლის შემოდგომის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ულტრამემარჯვენეებმა პარლამენტში მანდატების რაოდენობა გაასამმაგეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend