მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში 60+ კლუბი გაიხსნა. ეს არის ადგილი 60 წლისა და მეტი ასაკის იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.
60+ კლუბი თბილისის მუნიციპალური სერვისია. კლუბი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღე, 10-დან 19 საათამდე იქნება ღია. რა შესაძლებლობებს სთავაზობს ეს ადგილი 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებს – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში 60+ კლუბის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მარიკა დარჩიამ ისაუბრა.