მთავარიკუბიფეისბუკის ანგარიშებს გამომწერთა რაოდენობა შეუმცირდა

ფეისბუკის ანგარიშებს გამომწერთა რაოდენობა შეუმცირდა

უმსხვილესმა ამერიკულმა გამოცემებმა დღეს, 12 ოქტომბერს დილით შენიშნეს, რომ ფეისბუკზე მათი გამომწერების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა სოციალური ქსელის გიგანტურმა კომპანია „მეტამ“ პლატფორმა ბოტების, ანუ ყალბი ანგარიშებისგან გაათავისუფლა.

შეუმცირდა გამომწერთა რაოდენობა ისეთ გამოცემებს როგორიცაა “ნიუ იორკ თაიმსი”, “ვოშინგტონ პოსტი” და სხვა.

აღსანიშნავია, რომ გამომწერთა რაოდენობა შემცირებული აქვს კომპანია „მეტას“ დამფუძნებელსაც მარკ ცუკერბერგს, რომელსაც 100 მილიონი “ფოლოუერი” ჰყავდა და ახლა ამ გრაფაში 9,93 გამომწერს აჩვენებს.

კომპანია „მეტას“ კითხვებით არაერთმა მედიამ მიმართა, ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი მათ ამასთან დაკავშირეიბთ არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილია, რომ 2022 წლის გაზაფხულზე ფეისბუკიდან 1,6 მილიარდამდე ბოტი წაიშალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend