აღმაშენებლის ხეივანში „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებული საგამოფენო სივრცე გაიხსნა. გერმანული პრემიუმ ბრენდის მომხმარებელს „პორშე ცენტრი თბილისი“ მაღალი ხარისხისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას ახალ, თანამედროვე სერვისცენტრში შესთავაზებს. თბილისის განახლებული სერვისცენტრი ერთ-ერთი პირველია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც Destination Porsche-ს კონცეფციით შეიქმნა. Destination Porsche – ეს არის თანამედროვე დიზაინის სივრცე, რომელიც მომხმარებლის მიმართ განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს. განახლების შედეგად „პორშე ცენტრი თბილისი“ გერმანული ბრენდის უახლესი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
„პორშე ცენტრი თბილისის“ შენობა 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ცალკე გამოიყო სივრცე იმ მომხმარებლისთვის, ვისაც სურს ავტომობილის დეტალები პირადად ადგილზევე შეარჩიოს. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს უახლესი და ექსკლუზიური მოდელები, თავად გამოცადოს Porsche-ს თამამი სტილი და სურვილის შემთხვევაში მანქანის ექსტერიერიც და ინტერიერიც საკუთარი გემოვნებით, კონფიგურატორის დახმარებით შეარჩიოს“, -ამბობს პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი.
განახლებული ცენტრის გახსნის ცერემონიისთვის გერმანიიდან ჩამოვიდნენ „პორშეს“ სათავო ოფისის წარმომადგენლები.
„გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში “პორშეს” სერვისის ჰაბად მიიჩნევა. 13 სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა სახის ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის არის ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება, ასევე სწრაფი მომსახურების სივრცეები. ახალ სერვისცენტრში „პორშეს“ მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები გერმანული სტანდარტების ტექნიკითა და ხელსაწყოებით მოემსახურებიან მომხმარებელს“, – აცხადებს სერგი კოროლოვი, „პორშეს“ წარმომადგენელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
„”პორშეს” განვითარების სტრატეგიაში ელექტრომობილების ხაზი ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალ სერვისცენტრში ცალკე გამოიყო სივრცე ელექტრიფიცირებული მოდელებისთვის, სადაც ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი. განახლებული შოურუმის ტერიტორიაზე პორშეს 8 ელექტროდამტენი განთავსდა. თანამედროვედ მოწყობილ ავტოსადგომზე, რომლის ფართობიც 400 კვადრატული მეტრია, 40-ამდე ავტომობილის განთავსებაა შესაძლებელი“, – ამბობს ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან საქმიანობს. განახლებული ცენტრის გახსნის ცერემონიალი აღმაშენებლის ხეივანში 7 ოქტომბერს გაიმართა. მიღება, მართლაც, საზეიმო იყო… ჟღერდა კლასიკური მუსიკა ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ბექა გოჩიაშვილმა და გიორგი ცაგარელმა კი დახვეწილი მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს.
ღონისძიებას 700-ამდე სტუმარი დაესწრო, რომლებიც ინტერესით ათვალიერებდნენ “პორშეს” უახლეს და კლასიკურ მოდელებს, რომლებიც თბილისის ახლა უკვე ახალ, “პორშე ცენტრშია” წარმოდგენილი.