მთავარიევროპაუკრაინამოხალისეები უკრანიუნილი ჯარისა და მოსახლეობის დასახმარებლად

მოხალისეები უკრანიუნილი ჯარისა და მოსახლეობის დასახმარებლად

ფსიქოლოგი ნატალია მიკოლაივში ჩასული მოხალისეა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარება. მიკოლაივის რეგიონში მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით იღებს.

ნატალიას ანონიმური ანგარიშები აქვს გამოწერილი. ის ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებსაც პირადად იცნობს.

“ის, რაც მიკოლაევსა და მიკოლაევის რეგიონში ხდება, საშინელებაა. ეს ჯოჯოხეთია. ხერსონშიც წარმოუდგენელი ვითარებაა. ეს არის მეორე ბუჩა. რაც უფრო ახლოს მივლენ უკრაინელი ჯარისკაცები ხერსონთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გადარჩეს”, – ამბობს ნატალია.

ყოველ მეორე საღამოს ნატალია საჭმელს ამზადებს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე გაუგზავნოს. ფრონტის ხაზზე მისასვლელი გზა კი რთულია. რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის გზაზე ბევრი დაბრკოლებაა. მგზავრობას, რომელსაც ადრე ერთი საათი სჭირდებოდა, ახლა 6 დღეს ანდომებენ. ნატალია ამბობს, რომ შეიძლებმა რუსმა სამხედროებმა სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი საგუშაგოებზე ჩამოართვან.

სამხრეთით მდებარე მრავალ სოფელში მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. ადგილობრივები ახლა დევნილები არიან. მათ შორისაა მარია, რომელიც ხერსონის რეგიონიდანაა. მარიას ქმარი სოფლიდან ბოლოს გამოიყვანეს. რაკეტა მის ახლოს ჩამოვარდა, ფეხები სულ დაუწვა. სახლი კი, რომელიც მან საკუთარი ხელით ააშენა, ფაქტობრივად, ნანგრევებადაა ქცეული.

“ჩემი შვილიშვილები, შვილები ისეთი კარგი ადამიანები არიან… ყველანი… თუმცა ომმა დაგვფანტა… ჩვენი შვილიშვილი სოფელში ჩავიდა და ბაბუა გადაარჩინა“, – ამბობს მარია.

შვილიშვლი მიმდინარე ბრძოლებისას სოფელში მარტო შევიდა. იქ შესვლა ირგვლივ მყოფი ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვისაც სახიფათო იყო.

უკრაინულ ჯარს და ომით დაზარალებულ მოსახლეობას საქველმოქმედო და მოხალისეთა ფართო ქსელი ეხმარება. მიუხედავად გადაღლილობისა, ისინი მაინც თავდაუზოგავად მუშაობენ. თუმცა რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ეს საკმარისი არ არის.

“ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ და ნელ-ნელა იბრუნებენ ჩვენს მიწას. ჩვენც ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ,“ – ამბობს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლიუდმილა.

სამხრეთ უკრაინის მცხოვრებთათვის უკრაინული არმიის წინსვლა საფრთხის დასრულებისა და ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend