მთავარიაზიაირანიირანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ირანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

მეოთხე კვირაა, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება. ეს წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია ღრმად ფესვგადგმული თეოკრატიის წინააღმდეგ.

პროტესტის დროს დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი.

აქციის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებითა და შეძახილებით თავსაბურავებს აფრიალებდნენ და ამით ქალებისთვის იძულებით დაწესებული ჩაცმულობის მკაცრ წესებს აპროტესტებდნენ.

რამდენიმე რაიონში აქტივისტების მოწოდების საპასუხოდ დაიხურა მაღაზიები, ზოგიერთი მათგანი გაფიცვას შეუერთდა, ზოგმა კი ამ გზით  საკუთარი საქონელი დაიცვა დაზიანებისგან.

კვირას ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში,  საღამოს ახალი ამბების ეთერში, ჰაკერები 15 წამის განმავლობაში შეიჭრნენ, სწორედ ამ დროს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის კადრები გადიოდა.

ეთერში აიათოლას ცეცხლში ალში გახვეული გამოსახულება რამდენიმე წამის განმავლობაში იყო წარწერით: “შემოგვიერთდით!“ და “ჩვენი ახალგაზრდობის სისხლი თქვენი კლანჭებიდან წვეთს”.

ფონად აქციის მონაწილეთა ჰიმნი ისმოდა სიტყვებით: “ქალი. სიცოცხლე. თავისუფლება”.

საპროტესტო აქციები 17 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის, ქურთი ქალის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო. ქურთი ქალი, რომელიც ზნეობის პოლიციამ ისლამური ჩაცმულობის წესების დარღვევის გამო   დააკავა, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მას შემდეგ საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში მიმდინარეობდა. აქციებს  სასტიკი დარბევა და მომიტინგეთა დაკავება მოჰყვა. შეტაკების დროს ასობით ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend