მთავარიევროპარუსეთი10 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს

10 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ნაწილობრივ განახლდა  საგზაო და სარკინიგზო მიმოსვლა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა. დღეს იგი  ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.

,,ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. მისი ავტორები, ბენეფიციარები, როლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, არიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბასტრიკინმა პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ყირიმის ხიდის აფეთქებამდე, სატვირთო ავტომობილმა საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა“.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებობს ვარაუდი, რომ, როდესაც სატვირთო მანქანა აფეთქდა, ისინი იქვე ახლოს მანქანაში იმყოფებოდნენ. პოლიტოლოგების შეფასებით, ყირიმში მომხდარი აფეთქება პუტინის სისუსტეს ცხადყოფს.

ამავდროულად, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ზაპორიჟიაში სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო იერიშებს, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 90 კი დაშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend