მთავარიგადაცემებიSmart Regionsპროექტი, რომელიც მდინარეს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებისგან იცავს

პროექტი, რომელიც მდინარეს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებისგან იცავს

მოხალისეთა ერთი ჯგუფი ყოველ კვირას მიდის  ნიდერლანდების ქალაქ ბორგჰარენში, მდინარე მაასის სანაპიროზე. მართალია, ამ მდინარის აუზის ლანდშაფტი, ერთი შეხედვით, ძალიან ლამაზი და მშვიდი ჩანს, მაგრამ მოხალისეები მის ბედზე ძალიან ღელავენ.  მათი მიზანია, შეწყდეს იმ მდინარის ნაპირების დაბინძურება, რომელიც კვეთს ნიდერლანდების, ბელგიისა და გერმანიის ტერიტორიებს.

ეს მოხალისეები პროექტს „სუფთა მდინარეები და შენაკადების“ წევრები არიან, რომელსაც შემოკლებით LIVES-ი ჰქვია. ეს პირველი ერთობლივი პროექტია ევროპაში, რომელიც იმ მდინარეებისა და შენაკადების პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების პრობლემაზე მუშაობს, რომლებიც  საზღვრებს კვეთენ. ამ მოხალისეებმა 2018 წლიდან მოყოლებული უკვე 260 ტონა ნარჩენი შეაგროვეს.

ფრანკ ტრევინდტი, პროექტ SHONE RIVIEREN-ის  კოორდინატორი:

„მარტო ჩემ მიერ მოგროვებული ნარჩენები ზომით ჩემს სახლზე მეტია. მეორე კუთხეში კიდევ ერთი გროვა გვაქვს, რომელიც მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში შევაგროვეთ. უამრავ ნარჩენს ვერც კი ვხედავთ, რადგან ის უკვე ფსკერზეა ჩასული და საბოლოოდ ოკეანეში ხვდება.“

ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანია მდინარის ყველაზე დანაგვიანებული ადგილების რუკის შედგენა. ამ მიზნით მოხალისეებმა უკვე მეთოდიც შეიმუშავეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ნებისმიერ მდინარესთან მიმართებით შეიძლება დაინერგოს. წელიწადში ორჯერ მდინარის სანაპირო ზოლს ფოცხით უვლიან და ნაპოვნ ნივთებს ახარისხებენ.  უმეტესობა პლასტმასისაა. დღემდე 109 სახეობის ნარჩენია ნაპოვნი. მონაცემებს პროექტის მონაწილე მაასე-რაინის აუზის ევროპის რეგიონის ქვეყნებს უზიარებენ.

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მილიონ 500 ათასი ევროა, აქედან 49 პროცენტი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება. თუმცა მდინარის ნაპირებზე პლასტამასის ნარჩენების შეგროვება მხოლოდ აისბერგის წვეროა, რადგან ნარჩენების უმეტესობა ნიადაგს ამ შლამს ერევა, ნაწილი კი წვრილია, როგორიც ეს პოლიესტერის გრანულები.

სილვია სპიერტსი, პროექტ LIVES-ის მენეჯერი:

„ამ ბურთულებს პლასტმასის ხრეში იგივე გრანულები ეწოდება. ეს მრეწველობის ნარჩენია, რომელსაც მდინარე მაასის მთელ სიგრძეზე ვპოულობთ.  თევზს ან ფრინველს ეს საჭმელი ჰგონია, რადგან  მართლა ძალიან ჰგავს  საკვებს, მაგრამ ეს არ იჭმება და მათ შიმშილი მოუწევთ.“

პროექტი  LIVES-ი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას  – რომ  პლასტმასის ნარჩენი საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, ჯანმრთელობასა და გარემოს. საბოლოო ჯამში,  პროექტი ხელს უწყობს იურიდიული ფორმატის ჩამოყალიბებას, რომელიც მდინარეს „ხმის უფლებას“ მიანიჭებს.

ნოი ბუსტენი, “MAAS CLEANUP”-ის პროექტის მენეჯერი:

„წელს პეტიცია შევიტანეთ ჰააგაში. ეს პეტიცია მდინარეს დაცვის მიზნით იურიდიული ერთეულის სტატუსს ანიჭებს. მე რომ შემეძლოს, მდინარეს სისუფთავის უფლებას მივცემდი, უფლებას – იყოს ანკარა, რომ როგორც წყალქვეშა, ისე სანაპიროს ეკოსისტემა თავისუფლად ვითარდებოდეს, რომ ჰქონდეს ხმისა და საკუთარი თავის წარდგენის უფლება.“

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend