მთავარიმსოფლიოევროპაპრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეკრება გაიმართა

პრაღაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეკრება გაიმართა

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრა, რომელსაც 44 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მიზნად ისახავს ევროკავშირისა და მისი პერიფერიების ერთმანეთთან დაახლოებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ენერგია და ინფრასტრუქტურა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის წინააღმდეგაც ევროპის ლიდერები გამოდიან, რაც კიდევ უფრო ამყარებს რუსეთის იზოლაციას.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, პეტრ ფიალა ამბობს, რომ მათი ერთობლივი ამოცანა იყო შეექმნათ არაფორმალური პლატფორმა, სადაც შეუძლიათ თანამშრომლობა, იდეების გაცვლა და გადაწყვეტილებების მიღება, რათა ევროპაში დაუბრუნდნენ მშვიდობასა და განვითარებას.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის აზრით, ერთობლივად მუშაობა სასარგებლო იქნება, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ახალი ფაზის დასაწყისი იქნება.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს სურს ჩაერთოს ამ პროცესებში, შეასრულონ კონკრეტული პროექტები და ყველამ ერთად იმუშაონ ევროპული კონტინენტის ერთიანობისთვის.

ასამბლეას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ მიმართა, რომელმაც უკრაინის ნატოში გაწევრების მხარდაჭერა სთხოვა.  შემდეგ ფორუმს მოლდოვა უმასპინძლებს, რის შედეგად ფორუმის მასპინძელი ესპანეთი იქნება.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend