ბათუმში ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი 5 ოქტომბერს მერვედ გაიხსნა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მისი ჩატარება ბათუმში გადაწყდა.
4-დღიანი ფესტივალის პროგრამა მოიცავს მწერლებთან შეხვედრებს, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, სემინარებს, დისკუსიებს, ქართული და უკრაინული პოეზიის საღამოს.
დისკუსიების ძირითადი თემაა ომი უკრაინაში და მისი გავლენა მსოფლიოზე.
“ევრონიუს ჯორჯიას” დილის ეთერში ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორმა, ქართული ლიტერატურული ინიციატივის ხელმძღვანელმა დეა მეტრეველმა ისაუბრა