მთავარიმსოფლიოევროპაკუნძულ კრეტაზე გადარჩენილი მიგრანტები ნავის ჩაძირვის დღეს იხსენებენ

კუნძულ კრეტაზე გადარჩენილი მიგრანტები ნავის ჩაძირვის დღეს იხსენებენ

საბერძნეთში, კუნძულ კიტირაზე ზღვამ მიგრანტების ჩაძირული ნავის ნამსხვრევები გამორიყა, მაშველებმა 15 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

გადარჩენილი 40 მიგრანტი, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ,  იმ საშინელ დღეს იხსენებენ, რომელმაც წარუშლელი მოგონებები დატოვა მათ მეხსიერებაში.

„მაშველები დაახლოებით  ორი-სამი საათის შემდეგ მოვიდნენ. ამ ხნის განმავლობაში ქალების უმეტესობა დაიღუპა, შემდეგ კი ახალგაზრდა ბიჭები და მოხუცები. ჩვენ ვერაფრით დავეხმარეთ მათ. ჩვენ შევესწარით მათ დაღუპვას“, – იხსენებს გადარჩენილი მიგრანტი ავღანეთიდან აბდულ ღაფარ ამური.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თქმით, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებულ მიგრაციულ კრიზისთან შედარებით, მიგრანტების მოგზაურობა ახლა კიდევ უფრო სახიფათო გახდა.

5 ოქტომბერს ღამით კუნძულ ლესბოსზე, მაშველებმა 25-დან 18 ადამიანი გადარჩენა შეძლეს.

ამ დღეებში ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ძლიერმა ქარმა მიგრანტებით დატვირთული ნავების ჩაძირვა განაპირობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend