მეტეოროლოგების პროგნოზის მიხედვით, წელს ევროპის კონტინენტზე უკიდურესად ცივი, მშრალი ზამთარია მოსალოდნელი.
ამის მიზეზი კი კლიმატური ფენომენი „ლა ნინიაა“, რომელიც ცივი სეზონური ზედაპირული დინებაა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში
„მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა მთელ მსოფლიოში იმატებს, ციმბირის ცივი ჰაერი გადავა ევროპაში და ტემპერატურა დაეცემა – ეს არის რისკი, რომელიც განსაკუთრებით ზამთრის დასაწყისში გვემუქრება“, -ამბობს კარლო ბუენო, კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის დირექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად ტემპერატურა მთელ მსოფლიოში იზრდება. „ლა ნინიას“ გავლენა სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვანაირად იგრძნობა. ავსტრალიაში – უხვი ნალექია მოსალოდნელი, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილებში – გვალვა. ხოლო ევროპისთვის – „ლა ნინიას“ გავლენა შეიძლება ნიშნავდეს უკიდურეს ცივ ამინდს.
„ჩვენ ვაპირებთ დავინახოთ ეს უკიდურესობები, რომლებიც წლებთან ერთად კიდევ უფრო გაუარესდება. უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება“, – ამბობს დეივ თროუპი, გაერთიანებული სამეფოს ამინდის ექსპერტი.
ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროპაში გაზის დეფიციტია და ქვეყნების ლიდერები მოსახლეობას ენერგიის ეკონომიური მოხმარებისკენ მოუწოდებენ.
ამ ყველაფერს პროდუქტებზე ფასების ზრდაც ემატება. ფინჯანი ჩაის დამზადების ღირებულება უკვე სამჯერ გაიზარდა
„ჩვენ გადავიტანეთ ომი, თუმცა ბრძოლა კვლავ გრძელდება. ვფიქრობ, მომდევნო 6, 8 ან შეიძლება 9 თვე კიდევ უფრო რთული იქნება“, – ამბობს ეილინ ოკიფი.
ამინდის პროგნოზირება ძნელია – მაგრამ ადრეული მონაცემები უკიდურესად ცივი ზამთრის მოახლოებას გვაუწყებს.