მთავარიმსოფლიოისტორიული შეხვედრა პრაღაში

ისტორიული შეხვედრა პრაღაში

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე ისტორიული შეხვედრა შედგა. არაფორმალური შეხვედრა გაიმართა  თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს მომხდარი დაპირისპირების ფონზე ნაკლებად სავარაუდო იყო მსგავსი შეხვედრის გამართვა.

2022 წლის იანვარში, 1990-იანი წლების შემდეგ პირველად, შედგა შეხვედრა  თურქეთსა და სომხეთს შორის. ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია გაწყვეტილია დიპლომატიური და სავაჭრო კავშირები.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თურქულ მხარეს არ აქვს არანაირი წინაპირობა. მისი თქმით აუცილებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომწიფდეს ურთიერთობა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ რთული სათქმელია ეს მოხდება თუ არა,  მაგრამ თუ პროცესი დაიწყება, თურქეთიც გაუხსნის გზას ყველანაირ საჰაერო, სახმელეთო თუ სარკინიგზო მიმოსვლას.

დაძაბულობამ მხარეებს შორის 2020 წელს პიკს მიაღწია, როცა ომი გაჩაღდა მთიანი ყარაბაღის გამო. ევროპას კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს აზერბაიჯანთან, რადგან ბაქო საწვავის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია და შესაძლოა რუსული საწვავის ერთ-ერთი ალტერნატივა იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend