მთავარისაქართველოგადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში - პოლიტიკური შეფასებები

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში – პოლიტიკური შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამავე დროს, ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები და ოჯახის წევრები, აქტიურად საუბრობენ უკრაინული მართლმსაჯულებისგან მისი უკრაინაში შესაძლო ექსტრადირების მოთხოვნაზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

“სახელმწიფოს აქვს ამის ვალდებულება, თუმცა არის საკითხები, როდესაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხდება და გარკვეულ დათმობებზე მიდიან. ეს ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებს შორის გადასაწყვეტი საკითხია. ფაქტია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა. მცა ახლა ის დაკითხვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მაგრამ, იმედი მაქვს მდგომარეობა მალე გაუუმჯობესდება“, – განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უკრაინაში შესაძლო ექსტრადირების თემა განიხილება პოლიტიკურ წრეებშიც. ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის უფლების დაშვებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ეს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული საჭირო ნაბიჯი იქნება.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული და გადარჩენილი უნდა იყოს, ამიტომ დიდი ხანია მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისი საზღვარგარეთ გადაყვანისკენ. რაც შეეხება უკრაინული მხარის მოთხოვნას ექსტრადიციის თაობაზე, ეს არის დამატებით შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თუ პოლიტიკური ნება აქვთ, მოიძებნოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი პატიმრობა ასევე აღრმავებს ქვეყანაში პოლარიზაციას და ამის გადაჭრა შედის სახელმწიფოს ინტერესებში,“ – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ უკრაინული სასამართლოს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურადაც მისცემს ჩვენებას და მათივე თქმით, დაუძლურებული ადამიანის ტრანსპორტირებით შეწუხება არ ღირს.

“ამ თემაზე რაიმე ტიპის სპეკულირება და აპელირება, მათ შორის სააკაშვილის ქვეყნიდან გადაყვანა-გადმოყვანაზე, არ მიმაჩნია რომ ჩემი შესაფასებელია. ეს არის ექიმები საქმე. თუმცა, მაშინ როცა მისი ახლობლები და ადვოკატები გამოდიან და ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ამ ფონზე მისი სადმე ტრანპოსრტირება და გადაყვანა არ მიმაჩნია ლოგიკურად. რაც შეეხება მის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურეობას, ამაზე პასუხისმგებელია პენიტენციურის სამედიცინო სამსახური და ვიცი, რომ შესაბამისად მიმდინარეობს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

როგორ დაკითხავს უკრაინის სასამართლო – ფიზიკურად თუ დისტანციურად, საქართველოში პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს მოწმის სტატუსით, თბილისში შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend