მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნის ლიდერები მოსახლეობას ენერგორესურსების დაზოგვისკენ მოუწოდებენ

ევროპის ქვეყნის ლიდერები მოსახლეობას ენერგორესურსების დაზოგვისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის ხელისუფლებისთვის ენერგიის დაზოგვა ახალი გამოწვევაა. ხუთშაბათს საფრანგეთში გამოცხადებული ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 10%-ით უნდა შემცირდეს სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება.

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი იქნება და საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეწარმეებს, რომლებიც ყოველწლიურ ფორუმზე შეიკრიბნენ, მოუწოდა, რომ დაუყონებლივ იმოქმედონ ენერგიის გამოყენების შესამცირებლად ზამთრის ბოლომდე, თუნდაც ეს ძალიან რთული აღმოჩნდეს. მაკრონი ევროპელებს დაპირდა, ბუნებრივი აირის ფასზე გარკვეულ ლიმიტსა და სამრეწველო ობიექტების დეკარბონიზაციის დაჩქარებას.

„ჩვენ ვაპირებთ დავარწმუნოთ ევროპელები, დავამკვიდროთ სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის საწარმოებლად, ექნება განსაზღვრული ფასი. ეს მოგვცემს საშუალებას შევამციროთ წარმოებული ელექტროენერგიის ფასი. შედეგად კი ეს გადაწყვეტილება იქნება საფუძველი ევროპულ ბაზარზე ბუნებრივ აირზე გვქონდეს დაბალი ღირებულება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

გერმანელებისთვის ენერგორესურსების დაზოგვა, რთული ამოცანაა, რადგან ზამთარში ბევრ ბუნებრივ აირს მოიხმარენ.  ხუთშაბათს გერმანიის ეროვნული ქსელის მარეგულირებლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გერმანიაში გასულ კვირას ბუნებრივი აირის მოხმარება ძალიან გაიზარდა. ამიტომ, უკრაინის ომის ფონზე რუსეთიდან ბუნებრივი აირის ნაკადის შემცირების გამო, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეამცირონ გაზის მოხმარება და დაზოგონ ენერგია ცივ თვეებში.

დიდ ბრიტანეთში, კი ენერგიის დაზოგვის მიზნით მოქალაქეებს შესაძლოა დღეში სამი საათით შეუწყდეთ ელექტროენერგიის მიწოდება. ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები ენერგიის დაზოგვის მიზნით შესაძლებელია. დიდ ბრიტანეთში ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰიპოტეტური შეფერხებები მოხდება ელექტროენერგიის მოხმარების პიკის საათებში, დილით ან ადრე შუადღისას. მომხმარებლები კი წინასწარ იქნება გაფრთხილებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend