მთავარი ფოკუსი ბათუმი - ევროპის განვითარებადი ტურისტული მიმართულება

ბათუმი – ევროპის განვითარებადი ტურისტული მიმართულება

ბათუმი – საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქმა წარმოუდგენელად გარდაიქმნა ბოლო წლებში, აქცენტი ტურიზმზე გააკეთა და  ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად ტურისტულ მიმართულებად გადაიქცა ევროპაში.

აქ სიძველე და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ძველი ქალაქის ქუჩები და მოედნები, სადაც ისტორიის სურნელს იგრძნობთ,  კონტრასტულად გამოიყურება ზღვის სანაპირო ზოლში აღმართული მდიდრული ცათამბრჯენების ფონზე.

შავი ზღვის ეს მარგალიტი, თავის გეოგრაფიული მდებარეობის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის წყალობით  ქვეყანაში ბიზნესის წარმოების ყველაზე სასურველ ადგილად იქცა.

ადგილობრივი ხელისუფლება ყველაზე მეტად სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნავს. ეს სტარტეგია იზიდავს  ახალ ინვესტორებს, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ქალაქის სარეთაშორისო რეპუტაციის ზრდას.

მაგალითად ბათუმის სტადიონი, რომელიც 30 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა  2023 წელს  21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე“

„ჩვენი მთავრი მიზანია მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები და გადავაქციოთ ბათუმი ერთ-ერთ პოპულარულ და განვითარებად დასასვენებელ ადგილად ევროპაში: ჩვენი მიზანია ერთმნეთთან დავაკავშიროთ ბიზნესი, ახალი ინვესტიციები და ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქალაქისა და ავტონომიური რეგიონის  მდგრადი განვითარების საფუძველს შექმნის.“

მდიდრული სასტუმროები, კაზინოები, სანაპირო და სხვადასხვა ტიპის გასართობი ყოველ წელს აქ 2 მილიონ ტურიტს იზიდავს. აჭარის მთავრობა სამ წელიწადში ამ რიცხვის გასამმაგებას გეგმავს.

თინათინ ზოიძე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზიმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე:

„რეგიონის მთავარი სტრატეგია ის არის, რომ მთელი წლის  ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს, მაგალითად „ბათუმი-ოთხივე სეზონის მიმართულება“.  ეს ნიშავს, რომ გვესაჭიროება მდგრადი ტურიზმი, მდგრადი ინფრასტრუქტურა და ეკოტურისტული პროდუქტები, რომლებსაც მთებში ვთავაზობთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ მათი განვითარებისთვის.“

აჭარის ბიომრავალფეროვნება შესანიშნავად ჩანს დაცული ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში. ავტომობილით 30 წუთი სავალზე ულამაზესი ბუნების წიაღში აღმოჩნდები. აქ შეგიძლიათ  ლაშქრობა,  ფრინველებზე დაკვირვება, ცხენით ჯირითი ან სრულიად ახალი რამ – კანიონინგი სცადოთ.

კაპნისთავის კანიონის შვიდი ჩანჩქერი ბოლო თვეებში მოაწყვეს ისე, რომ ტურისტებმა ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული  გასართობით ისიამოვნონ.  კანიონინგში ბუნების სიყვარული ძირითადი ფასეულობაა.

გიორგი მეგრელიძე, კანიონინგის ინსტრუქტორი:

ძალიან ადვილია ასეთი ტიპის გასართობის ბუნების დაცვასთან დაკავშირება, ჩემი აზრით აუცილებელიც კია, რადგან ასეთი ბუნებაში გასვლითი აქტივობის მიზანი ველური ბუნების დაცვაა, და  ის რაც შეიძლება ცოტა ინფრასტრუქტურით უნდა დატვირთო.“

იმ დროს, როდესაც ბუნებაში გასვლა პრიორიტეტად იქცა, ბათუმი სულ უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს, როგორც ევროპის წამყვანი განვითარებადი ტურისტული მიმართულება.

აჭარა და მისი დედაქალაქი აგრძელებს მომავალზე ზრუნვას და ყოველდღე მეტს სთავაზობს ტურისტებს, რომლებმაც გადაწყვიტეს იმ რეგიონის მონახულება, სადაც ყველა იპოვის რაღაც საინტერესოს.

ავტორი: ჩინზია რიზი

უახლესი

სხვა ამბები

ბათუმიბათუმი

Send this to a friend