ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო პრაღაში, სადაც 44 ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიას გაგზავნის, მხარეები შესაძლოა შეთანხმდნენ ერთმანეთის სუვერენიტეტის აღიარებასა და დაცვაზე.
ასეთი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი თურქეთი სომხეთს ძალიან ბევრს ჰპირდება ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა, რაც უფრო ბევრი ინფორმაცია მოდის პრაღიდან, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ეს კითხვები ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს დავუსვით.