ბუდაპეშტში მასწავლებლების უფლებების დასაცავად მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა უმეტესობა ახალგაზრდა სტუდენტები იყვნენ.
უნგრეთში მასწავლებლები წლების განმავლობაში იბრძოდნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის, თუმცა უშედეგოდ.
მასწავლებლების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა გაფიცვის უფლების დაბრუნებაა. ბოლო თვეებში არაერთმა მათგანმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობას მიმართა.
კატალინ ტორლი იმ მასწავლებლებს შორის არის, რომელმაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში მიიღო მონაწილეობა.
ბუდაპეშტის მთავარ მოედანზე გამართული აქციის პარალელურად, დემონსტრანტები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, და აქციის მონაწილეებს შესანიშნავ განწყობას უქმნიდნენ.