მთავარიევროპასაბერძნეთიკუნძული ნაქსოსი მსოფლიოში პირველი ე.წ. ჭკვიანი კუნძული გახდება

კუნძული ნაქსოსი მსოფლიოში პირველი ე.წ. ჭკვიანი კუნძული გახდება

ეგეოსის ზღვის შუაგულში, კუნძული ნექსოსი მსოფლიოში პირველი ე.წ. ჭკვიანი კუნძული გახდება. კომპანია ამაზონი, საბერძნეთის მთავრობასთან ერთად თანამშრომლობს პროექტზე, რომელიც კუნძულზე მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების განთავსებას გულისხმობს. ე.წ. ჭკვიანი კუნძულის პროექტის ფარგლებში ეგეოსის ზღვის შუაგულში მდებარე კუნძული მალე ტექნოლოგიური გამოწვევების წინაშე დადგება.

“ჩვენ ნაქოსის კუნძული სხვადასხვა მიზეზების გამო ავირჩიეთ. უპირველეს ყოვლისა შესანიშნავი ადგილია. კუნძულზე 20 000-ზე მეტი მოსახლეა, თუმცა ამავდროულად ვიზიტორებიც ბევრნი არიან. მდგრადობა ჯანდაცვაში, რესურსების მართვის მენეჯმენტში, ისევე როგორც უნარები, მნიშვნელოვანია ისეთი კუნძულისთვის, როგორიცაა ნაქსოსი. ერთ მხრივ კუნძულზეა მოსახლება, რომელსაც ეს ტექნოლოგიები სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ აქ ჩამოდიან ვიზიტორები, რომლებსაც ცხოვრების მაღალი ხარისხი სურთ”, – ამბობს AWS EMEA-ს საჯარო სექტორის გენერალური მენეჯერი კამერონ ბრუკსი.

ნაქსოსი მსოფლიოში პირველი ე.წ. ჭკვიანი კუნძული იქნება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ციფრული ტრანსფორმაციისკენ. ამის შემდეგ ნაქოსის მაგალითს საბერძნეთისა და ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებიც გადაიღებენ. პროექტზე საბერძნეთის მთავრობა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მუშაობენ.

ნაქსოსში პროექტს დღეს ვიწყებთ და ეს 12 თვეს გაგრძელდება. ეს ყველაფერი კი საბერძნეთის მთავრობის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ე.წ. ჭკვიან ქალაქებში ინვესტიციების ჩადებას გულისხმობს. ყველა ქალაქს თავისი მახასიათებლები აქვს. ე.წ. ჭკვიან კუნძულს განსხვავებული მახასიათებელი აქვს ვიდრე მთიან რეგიონს. თუმცა საბოლოო ჯამში მიმაჩნია რომ საბერძნეთს შეუძლია გახდეს ინოვაციების ქვეყენა. ეს ძალიან რეალურია“, – განაცხადა საბერძნეთის მინისტრმა ციფრული ზედამხედველობის საკითხებში კირიაკოს პიერაკაკისმა.

“ჩვენ მივესალმებით ინვესტორებს. სწორედ ამ სულისკვეთებით ყველა ეს ინვესტიცია ბოლო 3 წელიწადში მოვიზიდეთ. ასევე მოიხსნა ინვესტიციების მოცულობის ყველა დროის რეკორდი და ჩვენ 2023 წელსაც ასევე ვაპირებთ გაგრძელებას”, – განაცხადა საბერძნეთის განვითარების მინისტრმა ადონის გეორგიადისმა.

პროექტზე მუშაობაში „ამაზონთან“ ერთად, 20 ბერძნული და საერთაშორისო კომპანიაა ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend