მთავარიევროპარუსეთი„ჩვენ გვინდა ის ადამიანები ვიყოთ, რომლებმაც უკრაინაში არ ისროლეს“- მობილიზაციას გაქცეული რუსეთის...

„ჩვენ გვინდა ის ადამიანები ვიყოთ, რომლებმაც უკრაინაში არ ისროლეს“- მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქე

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანა ათასობით რუსმა დატოვა. 37 წლის ლევ კამიშევმა სტამბოლში გაქცევა, მობოლიზაციის გამოცხადების მეორე დღეს გადაწყვიტა.

„შემეშინდა, განადგურებული ვიყავი, ყველაფერი დავტოვე. შინაგანადაც აბსოლუტურად დაცლილი ვარ“, – ამბობს ლევ კამიშევი.

ლევმა სტამბოლამდე 26 საათი იმგზავრა. მან პირველად ყაზახეთის საზღვარი გადალახა, რადგან ეშინოდა, რომ აეროპორტში რუსი სამართალდამცველები დააკავებდნენ.

„უბრალოდ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა მინდოდა. რა თქმა უნდა, ეს უსამართლობაა. ჩემმა მთავრობამ არჩევანი არ დამიტოვა”, – წუხს ლევი.

სტამბოლის ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქალაქში დაახლოებით ათი ათასი რუსი ჩავიდა.

თურქეთის ანტალიის რეგიონში კი ამბობენ, რომ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში 1 800 რუსი ჩავიდა. ჯარში გაწვევის შემდეგ, რუსეთიდან თურქეთისკენ მიმავალ რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ევროკავშირში რამდენიმე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ გამოქცეულ რუსებს თავიანთ ქვეყანაში არ მიიღებენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიეტუვა თავშესაფარს იმ ადამიანებს არ მისცემს, რომლებიც უბრალოდ პასუხისმგებლობას გაურბიან.

მან ტვიტერში დაწერა, რომ ეს ხალხი პუტინს რუსეთში უნდა ებრძოლოს. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში კი მიაჩნიათ, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ყოველთვის უნდა დაეხმარო, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიან.

„თუ დარჩები და მთავრობის წინააღმდეგ იბრძოლებ, მობილიზება მაინც მოგიწევს, შეიძლება პოლიციის განყოფილებაშიც კი მოგკლან“, – ამბობს ლევ კამიშევი.

ლევ კამიშევი იმედოვნებს, რომ თავშესაფარს გერმანიაში მიიღებს. გერმანიის მთავრობას არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა მისცეს თავშესაფარი იმ რუს მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს გაექცნენ.

ევრონიუსი კიდევ ერთ რუს მამაკაცს ესაუბრა რომელიც გასულ კვირას თურქეთში ჩამოვიდა. მისი თქმით ის ომს არ ემხრობა. მან რუსეთი დატოვა, რადგან ეშინოდა რომ ომში ძალით წაიყვადნენ. მოგვიანებით მან ევრონიუსს უთხრა, რომ არ სურს მისი ინტერვიუ ეთერში გავიდეს, რადგან ეშინია. ლევ კამიშევი კი, ომის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნება სურს.

„ჩვენ გვინდა ის ადამიანები ვიყოთ, რომლებმაც უკრაინაში არ ისროლეს. ჩვენ რუსეთში დავბრუნდებით და ავაშენებთ ახალ რუსეთს. ასევე უკრაინას აღდგენაში დავეხმარებით“, – ამბობს ლევ კამიშევი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend