მთავარიამერიკააშშაშშ-ი შეშფოთებულია OPEC+-ის გადაწყვეტილებით ნავთობის დღიური მოპოვების შემცირების გამო

აშშ-ი შეშფოთებულია OPEC+-ის გადაწყვეტილებით ნავთობის დღიური მოპოვების შემცირების გამო

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

ოპეკის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ბაიდენის მცდელობებს, შეაჩეროს საწვავის ფასების ზრდა აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ.

„პრეზიდენტი იმედგაცრუებულია ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებით OPEC+-ის წინდაუხედავი გადაწყვეტილებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკა პუტინის უკრაინაში შეჭრის უარყოფით გავლენას უმკლავდება. ოპეკის გადაწყვეტილება განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე იმოქმედებს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

OPEC-ის წევრი საუდის არაბეთი ამართლებდა კარტელის სვლას, და აცხადებს, რომ იგი ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

თეთრმა სახლი გადაწყვეტილებას, დღიური მოპოვების 2 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ გეოპოლიტიკურ ნაბიჯად განიხილავს.

ნავთობის წარმოების კარტელმა, კარგად იცის, რომ დღიური მოპოვების შემცირება გაზრდის ნავთობის ფასს, რაც სარგებელს მოუტანს მოსკოვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დაფინანსებას გააგრძელებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend