უკრაინის კონტრშეტევა კვლავ წარმატებით გრძელდება. არსებული ცნობებით გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი და სოფელი. რუსეთი კი განაგრძობს სამხედრო მობილიზაციას ფრონტის ხაზზე მეტი სამხედრო ძალის გადასასროლად.
უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაც შედის.
უკრაინაში მიმდინარე ომზე „რონდელის ფონდის: ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი კახა გოგოლაშვილი საუბრობს