მთავარი სპორტი ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში “ნაპოლიმ” “აიაქსი” სტუმრად 6:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

2005 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა პირველად შეძლო. ბოლოს ეს ლევან კობიაშვილმა “შალკეს” მაისურით გააკეთა.

9 ქულით “ნაპოლი” ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

„ სწრაფი გოლის გაშვებას შესაძლოა ჩვენზე ცუდად ემოქმედა, თუმცა გუნდი ამას კარგად გაუმკლავდა. ანგარიშის მიუხედავად ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე მშვენივრად შეასრულეს, შეტევაში თამაში გააგრძელეს და შესანიშნავი მატჩი მოიგეს. ჩემი მოთამაშეები ერთმანეთს მოტივაციას აძლევენ და ამიტომაც ყველაფერი მარტივი ხდება. „აიაქსთან“ მათ ძალიან კარგად იასპარეზეს, ამით დიეგო მარადონაც კი იამაყებდა,” – განაცხადა მატჩის შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ.

მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაში “ნაპოლი” კვლავ “აიაქსთან” გამართავს. ნეაპოლში თამაში 12 ოქტომბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend