მთავარი საქართველო ჯოზეფ კალეიას გალა-კონცერტი თბილისში

ჯოზეფ კალეიას გალა-კონცერტი თბილისში

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ტენორი, ჯოზეფ კალეია 7 ოქტომბერს თბილისში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტს გამართავს.

მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მეცოსოპრანო ირინა შერაზადაშვილი, დირიჟორი სერგეი სამბათიანი, ასევე დაუკრავს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი.

საღამოზე შესრულდება ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ჟიულ მასნეს, კამილ სენ-სანსის, ფრანჩესკო ჩილეას, რუჯერო ლეონკავალოს, ალექსეი შორის, პაბლო სოროზაბალისა და ლუიჯი კატალანის ნაწარმოებები.

ჯოზეფ კალეიას სავიზიტო როლებად მიიჩნევა, კარავადოს პარტია პუჩინის ოპერაში „ტოსკა“ და რუდოლფოს პარტია ოპერაში „ბოჰემა“. ის მღერის ისეთ სცენებზე, როგორებიც არის პარიზისა და ბერლინის ოპერები, მეტროპოლიტენ ოპერა, კოვენტ-გარდენი.

მალტელი ტენორის დებიუტი 2014 წელს ჰოლივუდშიც შედგა. მან ხოაკინ ფენიქსთან და მარიონ კოტიართან ერთად ითამაშა ფილმში The Immigrant, სადაც კალეია ლეგენდარული ენრიკო კარუზოს როლს ასრულებს.

„დღეს მოქმედ მხოლოდ ერთ ტენორს აქვს ის თაფლივით ხმა და ისეთი მომხიბვლელი სტილი, რომ შეგვიძლია პავაროტის და ჯილის შევადაროთ“, – წერს New Yorker-ი ჯოზეფ კალეიას შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

ჯოზეფ კალეიაჯოზეფ კალეია

Send this to a friend